LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეკოს ბიოფსიის თანხა ალადაშვილის კლინიკის ექიმებმა ხელფასიდან დაფარეს:”სამადლობელი ტექსტები არ გველევა!”

24 წლის მეკო ჩიტიშვილს რამდენიმე თვის წინ ძვლის სარკომის დიაგნოზი დაუსვეს. მას შემდეგ, ახალგაზრდა გოგოს გადასარჩენად უცნობებმა საქველმოქმედო კამპანიები წამოიწყეს.

ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ მეკოს ალადაშვილის კლინიკაში ღია წესით ჩაუტარდა ბიოფსია. როგორც სოციალურ ქსელში წერენ, ოპერაციის საფასურიდან კლინიკის ექიმებმა მხოლოდ 125 ლარი გადაახდევინეს, დარჩენილი თანხა კი თავად მედიკოსებმა დაფარეს.

“მოკლედ, სამადლობელი ტექსტები არ გველევა! ერთი ძალიან დიდი სიკეთე გაგვიკეთეს ექიმებმა.

როგორც იცით მეკოს ღია წესით ჩაუტარდა ბიოფსია ალადაშვილის კლინიკაში. ოპერაციის საფასურიდან კი მხოლოდ 125 ლარი გადაგვახდევინეს. დარჩენილი თანხა თვითონ ექიმებმა გადაიხადეს თავიანთი ხელფასებიდან. რამდენიმე ქირურგმა და ონკოლოგმა.

მეკოს ამბავი გულთან ძალიან ახლოს მიიტანეს. უღრმესი მადლობა ალადაშვილის კლინიკის ექიმებს ამხელა სიკეთისთვის. ჩვენთვის ეს დახმარება ძალიან, ძალიან ბევრს ნიშნავს. დიდი მადლობა ექიმებო!”

“ექიმებმა მითხრეს, რომ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყო” – 24 წლის მეკო ჩიტიშვილის ისტორია