„რადიო დუეტს” ყველასათვის საყვარელი მომღერალი ქეთი ფარესაშვილი სტუმრობდა, რომელმაც ისაუბრა თვითიზოლაციაში განვითარებულ პერიოდზე და მოგვიტანა ახალი სიმღერა სახელწოდებით ”ახლა სიყვარულის დროა ”.
როგორი იყო თვითიზოლაციის დღეები?
ჩემი აზრით, ძალიან საჭირო იყო ეს ყველაფერი, რადგან მოგვეცა მეტი ფიქრის შესაძლებლობა. მიყვარს კითხვა და სახლში ყოფნა, ამ დროს ვგრძნობ თავს ძალიან კომფორტულად, ამიტომ ჩემთვის ეს პერიოდი რთული არ ყოფილა. წავიკითხე წიგნები, ასევე ვთარგმნე კიდეც, ვარ ინგლისური ენის სპეციალისტი. ლალი მოროშკინას ვუთარგმნე თავისი წიგნის პირველი ნაწილი და ასევე ვთარგმნე სტატიებიც. თუმცა, რა თქმა უნდა ძალიან რთული პერიოდი გვქონდა, როდესაც ადამიანებს უჭირთ და ცუდად არიან ეს ყველაზე მოქმედებს. ვფიქრობ, რომ ჩემთვის სახლში ყოფნა იყო აუცილებელი, რადგან საჭირო იყო იდეების განახლება და ახალზე ფიქრი.

სიმღერა, რომელიც მოგვიტანე, როდის შეიქმნა და ვის ეკუთვნის
ეს სიმღერა არის ქავერი, რიმეიქი, გადმოქართულებული სიმღერა, არის ჩემი ვერსია და არის ძალიან პოზიტიური, ენერგიული და საცეკვაო, ვფიქრობ, რომ ხალხს მოსწონს ასეთი სიმღერები. სიმღერის ავტორი გახლავთ Dee Dee Sharp Gamble- Easy Money (Extended Rework Motte Re-Edit) არის აბსოლუტურად ჩემი ვერსია. ლექსი ეკუთვნის უნიჭიერეს ნანა ცინცაძეს, რომელსაც საოცრად დიდ პატივს ვცემ. სიმღერა დამზადდა მარიკა ქაცარავასთან, არანჟირება კი ეკუთვნის დათო ხუჯაძეს და ბორის შხიანს.
ქეთი ფარესაშვილი – ახლა სიყვარულის დროა
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ქეთი ფარესაშვილი – ოქროყანის აღმართი. Live
ქეთჲ ფარესაშვილი. “კი ან არა”
ქეთი ფარესაშვილი. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები




