LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-სთან მიმდინარე აქციაზე სამი პირი, მათ შორის ზვიად კუპრავა დააკავეს

შსს-სთან მიმდინარე აქციაზე სამი პირი დააკავეს. მათ შორისაა ზვიად კუპრავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით , დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად მოხდა, რაც სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩლებლობას გულიხსმობს.

ცნობისთვის, შს სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები ცდილობდნენ გზის გადაკეტვას, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.