LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრიული კომპანია, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, “ფორტუნას” კითხვებს პასუხობს

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების შესახებ მის მეორე სამსახურში ქართველი ჟურნალისტებისგან გაიგეს.

ავსტრიული კომპანია SpryFlash-ის წარმომადგენელი ბერნარდ ვოგლი “ფორტუნას” კითხვის საპასუხოდ წერს, რომ მომხდარით შოკირებულია და გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს. 

თამარ ბაჩალიაშვილის სამსახური: კომპანიასთან კავშირში რამდენიმე მაღალჩინოსანის გვარი იკვეთება

"ფორტუნამ" საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით შპს "ზეგ"-თან დაკავშირებული ყველა პირი და კომპანია მოიძია.

კომპანია აცხადებს, რომ თანამშრომლობა მათსა და ბაჩალიაშვილს შორის 2019 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის თებერვლამდე პერიოდს მოიცავს, ამის შემდეგ კი ისინი ერთმანეთს არ დაკონტაქტებიან.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კომპანიაში თამარი არა კიბერუსაფრთხოების, არამედ უმცროსი დეველოპერის პოზიციაზე მუშაობდა.

“ჩვენ ეს ყველაფერი თქვენგან, ქართველი ჟურნალისტებისგან გავიგეთ. SpryFlash პატარა ავსტრიული IT კომპანიაა, ჩვენ ბიზნესებისთვის ვქმნით საიტებს და ვწერთ პროგრამებს. ბაჩალიაშვილი ჩვენი დასაქმებული არ იყო, ის ქვეკონტრაქტორი იყო.

ჩვენ ის დავიქირავეთ იმისთვის, რომ spry.fire-ის გაფართოებული ERP  პროგრამა კომპანიაში პროცესების კონტროლისთვის.

ვნახეთ სხვადასხვა სტატიაში, რომ ის მოხსენიებულია როგორც კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი, ამას ვერ დაგიდასტურებთ, რადგან ჩვენთან უმცროს დეველოპერად მუშაობდა.

ჩვენი თანამშრომლობა 2019 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის თებერვლამდე პერიოდს მოიცავს. ბოლო სამუშაო დღე იყო 21 თებერვალი, და შემოიფარგლა მხოლოდ პროფესიონალური ასპექტებით. მას არასდროს შევხვედრილვართ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მხოლოდ ინტერნეტით ვკონტაქტობდით. არც თანამშრომლობის დასრულების შემდეგ გვქონია მასთან ურთიერთობა”, – ასე უპასუხეს “ფორტუნას” კომპანიიდან.

შეგახსენებთ, რომ 18 ივლისს  გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი დღეს, 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გუშინ, 21 ივლისს, ოჯახის  ახლობლებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ბაჩალიაშვილის გაუჩინარებას მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირებდნენ.

 

ის შპს “ზეგ”-ში მუშაობდა, რომელიც გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე დატოვა, იმ მიზეზით რომ სწავლასა და ორ სამსახურს ერთმანეთს ვერ უთავსებდა. მეორე კომპანია, რომელიც მას მითითებული ჰქონდა linkedin-ის პროფილზე SpryFlash-ია.