23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა და დამოუკიდებელმა ექსპერტებმა მარიამ ჯიშკარიანმა და გალინა კარმუშინამ საგანგებო ბრიფინგი გამართეს.
„დასკვნა გაეცნო ოჯახს და მივიღეთ ინფორმირებული თანხმობა მისი გასაჯაროვების“, – აღნიშნა მარიამ ჯიშკარიანმა.
მარიამ ჯიშკარიანის თქმით, სიკვდილის მიზეზის დასადგენად აუცილებელია კვლევის შედეგები.
„წინასწარი მონაცემებით სიკვდილის ხანგრძლივობა არის 3-5 დღე. სხეულის ზედაპირული დაზიანებების სისხლნაჟღენთების ან სხვა სახის ტრამვული დაზიანებები შეუძლებელი იყო აღმოჩენილი ყოფილიყო, მკვეთრად გამოხატული და შორს წასული გვიანი გვამური მოვლენების გამო.
ეს ნიშნავს, რომ ზედაპირული ხასიათის ტრამვული დაზიანებების, მაგალითად სისხლნაჟღენთები ან სხვა სახის რაიმე დაზიანებები, აღმოჩენა შეუძლებელი იყო, ვინაიდან გვამური მოვლენები შორს იყო წასული.
ხილული დაზიანებები, ძვლების დაზიანება, ცეცხლსასროლი ან სხვა სახის ჭრილობები არ აღინიშნებოდა.
აღებული იქნა ჰისტოლოგიური და ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ნიმუშები. ექსპერტიზის დასკვნის შედეგები ჯერჯერობით არ არის. პასუხები ცნობილი დაახლოებით ორ კვირაში გახდება, რომლის შემდეგაც დამატებით ვიმსჯელებთ. სიკვდილის მიზეზების დადგენისთვის აუცილებელია ამ კვლევის შედეგები“, – აღნიშნა მარიამ ჯიშკარიანმა.
შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალეიშვილი, 22 ივლისს, 5-დღიანი ძებნის შემდგომ თეთრიწყაროში, სოფელ მაწევანის მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს. მისი ავტომობილი მწემსმა ტყეში აღმოაჩინა. ოჯახის მოთხოვნით საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტებიც ჩართვებიან.
