თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს გამოძიებამ დაუკმაყოფილა განცხადება გარდაცვლილის მამის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ, რაც ოჯახს და მის ადვოკატს საქმის მასალებზე სრულად წვდომის შესაძლებლობას მისცემს.
გამოძიებას უწყება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით გაარძელებს. საქმე გადაკვალიფიცირდა და გამოძიება ორი მუხლით სსსკ-ის 143-ე და სსკ-ის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ოჯახი დამოუკიდებელი ექსპერტისა და სამხარაულის ბიუროს დასკვნას ელოდება.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მანქანა გუშინ, 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში მწყემსმა იპოვა.
