LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტობუსი, მიკროავტობუსი და მანქანა ერთმანეთს შეეჯახა – არიან დაშავებულები

ბათუმში მუნიციპალური ავტობუსი, მიკროავტობუსი და მანქანა ერთმანეთს შეეჯახნენ. ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის მოზარდებიც. მათ მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნებათ.

ისინი სხვადასხვა კლინიკაში არიან გადაყვანილები. ავარია აღმაშენებლისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთასთან მოხდა.

მსუბუქი ავტომანქანა მიკროავტობუსს დაეჯახა. შემდეგ კი სამგზავრო მიკროავტობუსი ამოტრიალდა და მუნიციპალურ ავტობუსს შეეჯახა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. ამ მუხლით ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.