ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი ოთხი ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. საუბარია ორგანიზაციებზე, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი COVID19-თან ბრძოლაში. ცნობილია, რომ სამეფო ოჯახის ფონდი აღნიშნულ ორგანიზაციებს 10 მილიონ დოლარს გამოუყოფს. შეხვედრა ნორფოლკში, სანდიგრემის საგრაფოში გაიმართა, სადაც სტუმრებს ბაღის ტეროტორიაზე უმასპინძლეს.
38 წლის ქეითი საყვარელი ბრენდის, ,,სუზანის” თეთრ კოპლებიან კაბაში იყო გამოწყობილი. შეხვედრის დროს ქეითმა წინ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებიც წამოწია და თქვა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა გსაძლიერებელია.



