LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მცხეთის სამედიცინო ცენტრში ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

მცხეთის სამედიცინო ცენტრში ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ის 79 წლის ქალია.

საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, კრიტიკულად მძიმე პაციენტი, ივნისის შემდეგ, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. ის მართვით სუნთქვაზეა.

ლიკა მუმლაძის თქმით, ამ დროისთვის კლინიკაში 54 ადამიანი მკურნალობს.

საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა  გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. 3-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 1 131 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 920 გამოჯანმრთელდა, ხოლო 16 გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 6 183 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 302.

ბოლო 24 საათში მცხეთის სამედიცინო ცენტრს 2 პაციენტი დაემატა.

მათგან ერთი ლილოს ბაზრობის კლასტერ უკავშირდება, ერთი კი იმპორტირებული შემთხვევაა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1131 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 920 ადამიანი, 16 პაციენტი კი გარდაიცვალა.

14 ახალი შემთხვევიდან 5 ლილოს ბაზრობის კლასტერიდანაა, 6 იმპორტირებულია, ერთი სამედიცინო პერსონალია, 2-ის წყარო უცნობია – გამყრელიძე