LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

14 ახალი შემთხვევიდან 5 ლილოს ბაზრობის კლასტერიდანაა, 6 იმპორტირებულია, ერთი სამედიცინო პერსონალია, 2-ის წყარო უცნობია – გამყრელიძე

საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 3 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა განაცხადა, ამ 14 შემთხვევიდან ერთ-ერთი ექიმია, 2 ინფიცირებულის წყარო კი, ჯერჯერობით უცნობია. ამასთან, 5 შემთხვევით გაფართოვდა ლილოს კლასტერი. გაიზარდა იმპორტირებული შემთხვევების რაოდენობაც.

„14 შემთხვევიდან 5 შემთხვევა უკავშირდება ლილოს ბაზრობის კლასტერს, 6 შემთხვევა არის იმპორტირებული, აქედან 4 არის სატვირთო ავტომობილების მძღოლები, ერთი შემთხვევა სამედიცინო პესრნალის და ორ შემთხვევაზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა, რომელიც დღის ბოლოს გვეცოდინება. დაახლოებით ვიცით, მაგრამ დაბეჯითებით ვერ ვამბობთ“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა