LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქარწაღებულნის” ლეგენდარული მსახიობი, ოლივია დე ჰევილენდი 104 წლის ასაკში გარდაიცვალა

ჰოლივუდის დრამის დედოფალი, მსახიობი ოლივია დე ჰევილენდი 104 წლის ასაკში გარდაიცვალა.  ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ცნობით, მსახიობი ბუნებრივი სიკვდილით დაუღუპა.

ის ლეგენდარული სურათის „ქარწაღებულნის“ უკანასკნელი ცოცხალი მსახიობი იყო.

სურათში მან მელანი უილკსის როლი შეასრულა, რისთვისაც „ოსკარზე“ წარადგინეს.

თავისი 50-წლიანი კარიერის განმავლობაში ოლივია დე ჰევილენდმა არაერთ მნიშვნელოვან კინოპროექტში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ორჯერ თავისი სამსახობო შესრულებისთვის ოსკარიც დაიმსახურა: 1946 წელს To Each His Own-ში მონაწილეობის შემდეგ ქალის საუკეთესო როლის ნომინაციაში გაიმარჯვა, სამი წლის შემდეგ კი იგივე ჯილდო მიიღო ფილმით The Heiress.