ფარავნის ტბასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
როგორც ცნობილია, “ნისან იქსტერას” მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.
მანქანის მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა.
როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.
