“მედიკამენტების გარდა მას, გასახდომი ჩაიც აქვს შეძენილი და მაგაზე რატომ არ ავრცელებენ ინფორმაციას?!”-ეს განცხადება 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ გააკეთა.
მან ასევე აღნიშნა, რომ თამარ ბაჩალეიშვილს ფსიქოლოგიური პრობლემები არ ჰქონია.
„კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელმა ბრძანა ფსიქოლოგი ჰყავდაო, აბები შეიძინაო თითქოს რაღაცა მცდელობაა, რომ ადამიანს ფსიქოლოგიური პრობლემა ჰქონდა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ადამიანი მემგონი გასახდომ ჩაის არ ყიდულობს თუ მას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და ფორმულირება უნდა შეიცვალოს ყველაფრის მიმართ. მსჯელობა უკეთესი იქნება“,-აცხადებს მიხეილ რამიშვილი.
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში შესაძლოა FBI-ის სპეციალისტები ჩაერთონ
