LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭიათურაში პენსიონერი ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს

ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხალიფაურში პენსიონერი ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს.

დაყაჩაღებული ცოლ-ქმარი აცხადებს, რომ მათ 5-მდე ახალგაზრდა დაესხა თავს, რომლებმაც გაკოჭეს, პირზე იზოლენტა ააკრეს და ფული და ოქრო წაიღეს. დაზარალებულების ცნობით თავდამსხმელებიდან ერთ-ერთს იარაღიც ჰქონდა.

როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 179 მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუტმეტ წლამდე.