LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მცხეთასთან ტრაილერი ამოტრიალდა

ცოტა ხნის წინ მცხეთის მიმდებარედ ავტოვაბანზე ტრაილერი ამობრუნდა. მომხდარის ამსახველ ვიდეოს ინტერნეტმომხარებელი ქეთი ქებაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს:

“ამ წამს შევესწარი მცხეთასთან ავარიას, იმედია მსხვერპლი არ არის”

როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ტრაილერის მძღოლი საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით, 250 ლარით დაჯარიმდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

უწყების ცნობით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ბორდიუდს შეეჯახა და მანქანა გადატრიალდა.