ახალი დეტალები თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში. სოფელ მაწევანში მცხოვრები ეკატერინე ელბაქიძე ტელეკომპანია “ფორმულას” გადაცემა „პოლიტმეტრში“ აცხადებს, რომ გაუჩინარების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ბაჩალიაშვილი საკუთარი ავტომობილით სოფელში დაინახა.
„როდესაც გამოაცხადეს დაიკარგაო, მეორე დღეს შევნიშნეთ, რომ მანქანით გამოიარა ამ გზით. ამის მერე სამძებრო სამუშაოები ჩაატარეს და იმ ადგილას სადაც გარდაცვლილი იპოვეს არ იყო, მერე შენიშნეს. ამის შემდეგ ვუთხარით უფროსებს და პოლიციასაც მივმართეთ. შემდეგ სამძებრო სამუშაოები ჩაატარეს, რამდენჯერმე იყვნენ მოსულები და იმ ადგილას, სადაც იპოვეს გარდაცვლილი, არ იყო იქ თავიდან არაფერი.
თამარ ბაჩალიაშვილის Facebook გვერდი აღარ იძებნება
ადვოკატი ამბობს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე კომენტარს არ გააკეთებს.
ზუსტად იმ ადგილზე იყვნენ თუ არა არ ვიცი, მაგრამ ამ ტერიტორიაზე ეძებდნენ და არაფერი შეუნიშნავთ. ბოლოს იპოვეს იქ, გარდაცვლილი. როდესაც გამოაცხადეს რომ დაიკარგა, იმ დღეს გარდაცვლილი არ იყო, ეს ზუსტად ვიცი“, – აცხადებს ეკატერინე ელბაქიძე.
ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ამავე გადაცემაში განაცხადა, რომ ეკატერინე ელბაქიძის შესახებ პირველად გაიგო. მისი თქმით, ამ გოგონას ჩვენება საქმეში არ დევს.
