LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მეუბნებოდა “ამაზონიდან” მაქვს შეთავაზება და ყველაფერს გავაკეთებ, რომ შეთავაზება არ დავკარგოო” – თამარ ბაჩალიაშვილის დედა

მკვლელობა თუ თვითმკვლელობა?-ამ დრომდე გაურკვეველია რა ვითარებაში დაიღუპა ახალგაზრდა პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი. საქმე ჯერჯერობით ძიების პროცესშია.

დღეიდან ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი გამოიძიებს.

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი გამოიძიებს

თამარის ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს. გარდაცვლილის დედა, თეონა თამაზაშვილი შვილის გეგმებსა და ოცნებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათი ქალიშვილი თავს არ მოიკლავდა, რადგან სიცოცხლე უყვარდა და ბევრი გეგმაც ჰქონდა.

“მე, რო­გორც გულ­მოკ­ლუ­ლი დედა გთხოვთ, რომ გა­ერ­თი­ან­დეს სა­ხელ­მწი­ფო და მე­დია და ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლე­ბით, ეს ძა­ლი­ან ჩახ­ლარ­თუ­ლი ამ­ბა­ვი, იქ­ნებ გა­მო­ი­ძი­ოთ. მინ­და, რა­ღაც ვერ­სი­ამ­დე მი­ვი­დეთ. არ ვიცი რა ვი­ფიქ­რო, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი და ვა­კუ­უმ­ში ვარ, რა­ტომ შე­იძ­ლე­ბო­და ჩემი კა­ფან­და­რა და უწყი­ნა­რი გოგო უღვთოდ მო­ეკ­ლათ?

მე გა­მოვ­რი­ცხავ თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ას, ჩემს თა­მუ­ნას უყ­ვარ­და სი­ცო­ცხლე, ოც­ნე­ბობ­და, ამ­ბი­ცი­უ­რი ბავ­შვი იყო, დიდი მიზ­ნე­ბი ქონ­და. მე­უბ­ნე­ბო­და “ამა­ზო­ნი­დან” მაქვს შე­თა­ვა­ზე­ბა და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ შე­თა­ვა­ზე­ბა არ დავ­კარ­გოო. რა­ტომ მო­იკ­ლავ­და თავს ჩემი შვი­ლი?! გთხოვთ ჟურ­ნა­ლის­ტებ­საც და გა­მო­ძი­ებ­საც, რომ კონ­სე­სუ­სამ­დე მი­დით და და­მეხ­მა­რეთ, რომ არ ამომ­ხდეს სული ჩემი შვი­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცულ სიკ­ვდილ­ზე” – აღ­ნიშ­ნა თა­მა­ზაშ­ვილ­მა.

თეონა თამაზაშვილი ეჭვობს, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­მა “შე­საძ­ლოა ისე­თი ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­პო­ვა”, რა­საც მისი სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა.

“არ ვამ­ბობ, რომ უშუ­ა­ლოდ სამ­სა­ხურ­ში მოხ­და რა­ღაც. თა­მუ­ნა იმ­დე­ნად ჭკვი­ა­ნი და და­უ­ო­კე­ბე­ლი იყო, ვფიქ­რო ისე­თი ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­პო­ვა, თუნ­დაც სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბის გა­რე­შე, რომ ხომ არ მოხ­და მისი ლიკ­ვი­და­ცია. მე გუ­შინ ისიც წა­ვი­კი­თხე, რომ საფ­რან­გეთ­ში ვი­ღაც ლექ­ტო­რის­გან ჰქონ­და შე­თა­ვა­ზე­ბა, რო­მე­ლიც თა­მუ­ნას ბი­ნით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­სა და სწავლკის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დას სთა­ვა­ზობ­და, ოღონდ იქ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, რო­გორც პერ­სპექ­ტი­უ­ლი სტუ­დენ­ტი, მაგ­რამ თა­მუ­ნამ ამა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და.

ვფიქ­რობ, რა­ღა­ცის ში­შის გამო. იმ­დე­ნად უნ­დო­და ევ­რო­პა­ში,სწავ­ლა რომ ამა­ზე უარი არ თქვა. ის რა­ღაც ტე­რო­რის ქვეშ იყო და ამი­ტომ თქვა უარი, არ ვუ­კავ­ში­რებ ამას არც სამ­სა­ხურს… კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, ისე არ მინ­და მოვ­კვდე რომ არ გა­ვი­გო რას შე­ე­წი­რა ჩემი შვი­ლი” – გა­ნა­ცხა­და “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის” გა­და­ცე­მა “360 გრა­დუს­ში” სა­უბ­რი­სას თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვილ­მა.