ყოფილმა პოლიციელმა გრეგ გარნეტმა eBay-ზე შემთხვევით უჩვეულო Vauxhall VX90-ს გაყიდვის შესახებ განცხადება ნახა. მამაკაცი მაშინვე მიხვდა, რომ ეს სწორედ ის ავტომობილი იყო რომელსაც წლების წინ მამამისი, ასევე პოლიციის ოფიცერი მართავდა. გრეგს ბევრი არ უფიქრია და 1978 წლის Vauxhall VX90 12 წლის შემდეგ ოჯახში დააბრუნა. ბარნეტ-უმცორსს ეს სიამოვნება 9 ათასი ფუნტი სტერლინგი დაუჯდა.

გრეგის მამა 2006 წელს გარდაიცვალა და მისი ავტომობილი ოჯახმა ორი წლის შემდეგ გაყიდა. შემდგომი წლები ავტომობილის ბედი გაურკვეველი იყო, მანამ სანამ ის თავის ბოლო პატრონთან ნატან უილმოტუსთან არ მოხვდა.

აღნიშნული ეგზემპლარი შესაძლოა ერთადერთი შემორჩენილი Vauxhall VX90 იყოს. გრეგს ავტომობილში პატარა სიურპრიზიც დახვდა, მან მამის ხელმოწერილი ჩეკები აღმოაჩინა, რამაც ავტომობილის წარმომავლობა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

შეთანხმება მალევე შედგა და გრეგმა ავტომობილი ოჯახში დააბრუნა.
