საქართველოში კორონავირუსით მე-17 პაციენტი გარდაიცვალა.
გარდაცვლილი 83 წლის ქალია, ის მცხეთის საავადმყოფოში მკურნალობდა.
ამ დროისათვის, ქვეყანაში კორონავირუსის 1155 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან 929 გამოჯანმრთელდა.
კარანტინის რეჟიმშია – 6489 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 337 პირია, ხოლო უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს – 41 მოქალაქე.
