LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომობილების გაქირავების სერვისმა მანქანებს გიგანტური ნიღბები გაუკეთა

ამერიკულმა კომპანია Turo-მ უსაფრთხოების დაცვის საშუალებების პოპულარიზაციისთვის ორიგინალური მეთოდი მოიფიქრა. სერვისის მომხმარებლებს საშუალება მიეცემათ რომ თავის ავტომობილებს გიგანტური ნიღბები გაუკეთონ. პირბადე ბამპერსა და სარკეებზე მაგრდება.

უჩვეულო აქსესუარს კიდევ ერთი მიზანი აქვს, კომპანია მათი საშუალებით იმის თქმას ცდილობს, რომ მაშინ როცა უსაფრთხოების წესები მაქსიმალურადაა დაცული – ავტომობილის გაქირავება პანდემიის დროსაც კი უსაფრთხოა.

მომხმარებელთა დასამშვიდებლად კომპანიამ ვირუსის საწინააღმდეგო ინსტრუქცია გამოაქვეყნა, ავტომობილებს დეზინფექცია მუდმივად უტარდებათ, გარდა ამისა სოციალური დისტანციის დაცვის მიზნით ავტომობილის კლიენტისთვის გადაცემის უკონტაქტო სისტემაც დაინერგა.