LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ნადირაძესა და გუგა კუზანოვს შვილიშვილი შეეძინათ (ფოტო)

ექიმების წყვილს, ნინო ნადირაძესა და გუგა კუზანოვს შვილიშვილი შეეძინათ. ამის შესახებ ინფორმაცია ნინომ სოციალური ქსელით გაავრცელა.

“დაიბადა ჩემი ღრიალა ლომუნია ბიჭი, ბებია გავხდი”, – დაწერა ნინო ნადირაძემ ფეისბუქში.

მან მისი ქალიშვილისა და შვილიშვილის ფოტო ინსტაგრამზეც ატვირთა.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ კუზანოვების პირველი შვილიშვილი ბიჭია, თუმცა ბებია სახელს ჯერჯერობით არ აკონკრეტებს.