ცნობილი ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი „ინსტაგრამზე“ საკმაოდ აქტიურია. ის თავის მიმდევრებს საინტერესო და ლამაზი ფოტოებით ანებივრებს.
ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულმა კადრებმაც ათასობით გულშემატკივარის აღფრთოვანება გამოიწვია.
საქმე იმაშია, რომ ფოტოსესიაში, რომლისთვისაც მაკიაჟი იანა ბენდელიანმა შეარჩია, ხოლო შთამბეჭდავი კადრები ფოტოგრაფმა სოფო პაპიაშვილმა გადაიღო, თაკო მოკლედ შეჭრილი თმით პოზირებს.
უცნობია შერჩეული იმიჯი მხოლოდ გადაღებისთვის არის შერჩეული თუ თაკო მის გრძელ თმას შეელია, თუმცა ფაქტია, რომ ექსპერიმენტმა ნამდვილად გაამართლა.

