აშშ-ს სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ ხელის ანტიბაქტერიული გელების სია გამოაქვეყნა, რომელიც მათი თქმით მომაკვდინებელია.
ადმინისტრაციამ გააფრთხილა მექსიკური კომპანია[Eskbiochem S.A. de C.V], რომლის გელი შეიცავს მეთანოლს, ალკოჰოლის საშიშ ფორმას.
სანიტარული პროდუქტების გაყიდვა, პანდემიის პირობებში ბევრმა ახალმა კომპანიამ დაიწყო, რადგან ასეთ პროდუქტებზე მოთხოვნა გაზრდილია.
FDA-მ განაცხადა, რომ ბევრი ასეთი ხელის ანტიბაქტერიული გელი შეიცავს სახიფათო ალკოჰოლს და მოსახლეობამ ის არ უნდა გამოიყენოს.
მათ ასევე მოუწოდეს მწარმოებლებს, რომ ნუ დააყენებენ მომხმარებელს მეთანოლით მოწამვლის საფრთხის წინაშე.

აშშ-ს სურსათისა და მედიკამენტების ასოციაცია შეშფოთებას გამოთქვამს ამ პროდუქტების მიერ მოსახლეობისთვის მიყენებული შესაძლო ზიანის გამო და საკითხის შესწავლას განაგრძობს.
ცნობისთვის, თვის დასაწისში ნიუ-მეხიკოში 4 ადამიანი გარდაიცვალა, სავარაუდოდ სანიტარული ნაწარმის დალევის გამო.
იზოპროპილის სპირტი, რომელსაც ჩვეულებრივ იყენებენ ხელების ანტისანიტარულ საშუალებაში, არ არის ისეთი ტოქსიკური, როგორც მეთანოლი, მაგრამ FDA არც კარგი ანტიბაქტერიული გელების დალევას არ გირჩევთ.
“მეთანოლის ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, მხედველობის დაქვეითება ან მუდმივად დაკარვა, კრუნჩხვები, კომა, ნერვული სისტემის მუდმივი დაზიანება ან სიკვდილი.
მეთანოლი სახიფათოა იმ შემთხვევაშიც, როდესაც მხოლოდ ხელზე ისმევთ. ასევე საყურადღებოა ბავშვებში მისი გამოყენება, რომლებიც მუდმივად ხელებს პირში იდებენ,”- ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.
FDA ასევე აღნიშნავს, რომ ზოგიერთი მწარმოებელი ეტიკეტზე არც კი მიუთითებს იმას, რომ გელი მეთანოლს შეიცავს, ამიტომ მოსახლეობას მოუწოდებს, თუ მოწამვლის ნიშნები დაეწყოთ, მიიღონ შესაბამისი ზომები – შეცვალონ ხელის ანტიბაქტერიული გელი და იმკურნალონ.
შემოწმებული და საშიში ანტიბაქტერიული გელები იხილეთ FDA -ს ოფიციალურ გვერდზე.
