LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – 7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

დღევანდელი დღე ყურადღებას ითხოვს მიმართულებადაკარგული მთვარის მიმართ, ამ დროს დუნდება ყურადღება, რაც შეიძლება გახდეს არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი. დღე ასევე გეომაგნიტურია, რაც ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემას პრობლემებს შეუქმნის, შესაძლოა წნევასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა იჩინონ თავი, ამიტომ  დაისვენეთ და წამლების პროფილაქტიკა მიიღეთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე  – კარგი დღეა სასიყვარულო ურთიერთობებისთვის, ინტიმური კონტაქტებისათვის, იურისტებთან ურთიერთობისთვის, მცენარეების დარგვა-გადარგვისთვის, ქორწინებისთვის, კაპიტალდაბანდებისთვის, ქველმოქმედებისთვის.  მოერიდეთ საზღვარგარეთ მოგზაურობას, ალკოჰოლური სასმელების მიღებას, მოიმატებს რელიგიური ფანატიზმის ტენდენციები.

ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ლიმფური და ნერვული სისტემა, ტერფების ზონა, თავი და სისხლძარღვოვანი სისტემა, ოპერაციები ამ ორგანოებზე განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ შეიძლება.

დღის ფერები და მინერალები  – მწვანე, ვერცხლისფერი, იისფერი, ფირუზისფერი, წითელი და ყვითელი. მინერალებიდან გამოიყენეთ მარგალიტი, ამეთვისტო, გიშერი, ლალი და იაგუნდი, ეს  ქვები თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქისა და თევზებისათვის, დღე დაძაბულია ტყუპებისა და ლომისთვის.