LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამტრედიაში მამაკაცს მატარებელი დაეჯახა

სამტრედიაში მამაკაცს მატარებელი დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

გავრცელებული ცნობებით, მატარებლის მემანქანემ ლიანდაგზე მყოფ პირს, ხმოვანი სიგნალით რამდენჯერმე ანიშნა, თუმცა, სავარაუდოდ, მამაკაცმა რეაგირება ვერ მოასწრო.

შსს-ს ცნობით მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.