გავრცელებული ცნობებით, კორონავირუსით ინფიცირებული მედიკოსი, ერთდროულად 4 კლინიკაში მუშაობდა.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, მიუხედავად ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებისა, რომელიც გულისხმობს სამედიცინო პერსონალის ერთდროულად რამდენიმე ადგილზე მუშაობის აკრძალვას, ეს წესი მაინც დაირღვა.
“კიდევ ერთხელ უნდა მოვუწოდოთ სამედიცინო დაწესებულებებს, რომ კორონავირუსული ინფექციის ეპიდემიის პერიოდში სამედიცინო პერსონალის რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობა დაუშვებელია, ეს ინფექციის გავრცელების რისკს ზრდის“,-განაცხადა გამყრელიძემ.
მისი განმარტებით, იმ სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც აღნიშნული პიროვნება მუშაობდა, ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა და კონტაქტების გამოვლენა მიმდინარეობს.
