LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ვაპირებ ქვეყნიდან წასვლას დიდი ხნით” – გია სურამელაშვილი პრემიერით ,,არ დაიდარდოში”

რადიო „არ დაიდარდოს“ გადაცემას „რადიო დუეტი თაკოსთან ერთად” ქალაქური სიმღერების უბადლო შემსრულებელი გია სურამელაშვილი სტუმრობდა. ეთერის მსვლელობისას სატელეფონო ხაზზე ჩაერთო ზურა მანჯავიძე, ავტორი სიმღერისა ,,ჩემო თვალებ ხატულა”, რომლის პრემიერაც გიას შესრულებით შედგა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ გია სურამელაშვილი მიდის სცენიდან..

პირველ რიგში მივესალმები სრულიად საქართველოს, ამ უმაგრესი რადიოს მეშვეობით, მიყვარხართ და იმედია, რომ მოგენატრეთ. რაც შეეხება ჩემი სცენიდან წასვლას, ეს ინფორმაცია ნამდვილად მართალია, ბევრ სერიოზულ გადაცემაში აღვნიშნე. თუმცა რახან სცენა დავტოვე ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღარ ვიმღერებ. ვაპირებ ქვეყნიდან წასვლას და სავარაუდოდ წელს დავტოვებ საქართველოს, დიდი ხნით.

თვითიზოლაციის პერიოდი როგორი იყო შენთვის?

ამ პერიოდმა სერიოზული დარტყმა მიაყენა ჩემს ცხოვრებას, 6 ქვეყანაში გამიუქმდა კონცერტი, ასევე პრობლემები იყო პირად ურთიერთობაში. თვითიზოლაციამ ერთმანეთი გამოგვაცდევინა, ახლა კი  საყვარელ ადამიანს შევურიგდი და ყველაფერი კარგადაა.

ვის ეძღვნება სიმღერა ,,ჩემი თვალები გეტყვის”?

ეს სიმღერა ძალიან დიდი ხნის წინ ჩაიწერა, არ მეგონა თუ ასეთ მოწონებას დაიმსახურებდა. ჩემთვის ძალიან მძიმე სიმღერაა, ალბათ ასე ვასრულებ და მაგიტომ. დიდი მადლობა, რომ  შეიყვარეთ, მინდა ეს სიმღერა მოგიძღვნათ ყველას.  მინდა ჩემს მსმენელს ვთხოვო რომ უსმინოს ,,არ დაიდარდოს”, ნომერ პირველ და განუმეორებელ რადიოს. აქ ყველა ის მომღერალი მღერის, ვინც საუკეთესოა.

მოგვიყევი იმ სიმღერის ისტორიაზე, რომელსაც გია ასრულებს..

ზურა მანჯავიძე:

მოგესალმებით ყველას, მივესალმები თქვენს მსმენელს. სიმღერის ტექსტი და მელოდია მეკუთვნის მე, ჟღერადობა კი შესძინა ხვიჩა მაღლაკელიძე, მისივე სტუდიაში ჩაიწერა სიმღერა, და ასევე გიამაც სწორედ ხვიჩასთან ჩაწერა ეს სიმღერა. ერთ-ერთ დღეს მირეკავს გია და მეუბნება, რომ ძალიან მოეწონა სიმღერა და მთხოვა, რომ იმღერებდა, რა თქმა უნდა დავთანხდი და გამიხარდა. მინდა წარმატება გისურვოთ თქვენ და თქვენს რადიოს.

 

გია სურამელაშვილი – თვალებხატულა

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გია სურამელაშვილი. “კი ან არა”

 

გია სურამელაშვილი. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები