LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყარაჯალარში ქალს კორონავირუსი და ციმბირის წყლული აღმოაჩნდა

სოფელ ყარაჯალარის მკვიდრს ერთდროულად COVID-19 და ციმბირის წყლული აღმოაჩნდა. 43 წლის ქალი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოში 11 აგვისტოს ციმბირის წყლულის ნიშნებით შეიყვანეს.

როგორც საავადმყოფოში განაცხადეს, პაციენტს მაღალი სიცხე აღენიშნებოდა, შესაბამისი ანალიზის და PCR ტესტის შემდეგ ციმბირის წყლული და კორონავირუსი აღმოაჩნდა.მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.