LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეზუგბაია: ინფიცირების 14 ახალი შემთხვევიდან 12 სვანეთს უკავშირდება

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ყველა ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია.

მისი თქმით, 14 ახალი შემთხვევიდან 12 პაციენტის ინფიცირების წყარო ლენჯერია, 1 პაციენტის წყარო გაჩიანია, 1 კი იმპორტირებული შემთხვევაა.

პრემიერი: მესტიაში ვირუსის აფეთქებას მივუსწარით, სიფრთხილე გვმართებს

ინფექციონისტმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე სხვადასხვა კოვიდცენტრებში 203 პაციენტი მკურნალობს. მათგან 7-ის მდგომარეობა კრიტიკული, 16-ის კი მძიმეა.

” გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი 82% -ია, ხოლო დადასტურებულსა და გამოჯანმრთელებულს შორის მონაცემების შეფარდებით უკვე 203 პაციენტი მკურნალობს დღეს კოვიდცენტრებში.  7 პაციენტის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია. დღევანდელი მონაცემებით, მძიმეთა სიაში 16 პაციენტი გვყავს”,- განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, ინფექციურში კიდევ 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა და 6 ახალი ინფიცირებული მოთავსდა.

ჯანმში, ამ ეტაპზე ინფექციურ სავამდყომფოში 38 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. კლინიკაში შსს-ს 3 თანამშრომელიც მკურნალობს, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია.

30 შემთხვევა ძალიან ბევრია, თუ მსგავსი კერა სხვაგანაც გაჩნდა, ვირუსს ვეღარ შევაკავებთ – იმნაძე