LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორი მიწისძვრა ნახევარსაათიანი ინტერვალით – სად იყო ეპიცენტრი

პირველად მიწისქვშა ბიძგები 23:21 წუთზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი ქალაქ წალკიდან სამხრეთ-დასავლეთით 24 კმ_ში, სოფელ ფარავანთან მოხდა

სეისმოლოგების ინფორმაციით, მისი სიმძლავრე 3,6 მაგნიტუდას შეადგენდა.

ბიძგები განმეორდა თბილისის დროით 23:56 საათზეც. ეპიცენტრი კვლავ წალკის მიმდებარე ტერიტორია, ამჯერადაც სოფელი ფარავანი იყო და ის პირველ მიწისძვრასთან შედარებით ოდნავ სუსტი აღმოჩნდა. სიმძლავრემ 3,4 მაგნიტუდა შეადგინა.

ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.