LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი შაქარაშვილის საქმის არსებითი განხილვა 27 აგვისტოს დაიწყება

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, სასამართლო სხდომა დასრულდა.

მცხეთის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა 27 აგვისტოს დაიწყება.

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულებს სახაზინო ადვოკატები დაიცავენ

"ეს უკანონო გადაწყვეტილება სწორედ იმას ემსახურება, რომ მათ არ სურთ მედიაში და საზოგადოებაში გავრცელდეს რეალური ინფორმაცია"

საქმეში ბოლო სამი ახალი ტომის შინაარსი ამ დრომდე უცნობი რჩება. ადვოკატებს გაუთქმელობის დოკუმენტზე აქვთ ხელი მოწერილი, პროკურორის ინფორმაციით კი, საქმეში არის გური ამირხანაშვილის ახალი ჩვენება, სადაც ის ადასტურებს, რომ “ტოიოტა ქამრის” ავტომობილში ძალით ჩასვეს.

პროკურორის განცხადებით, ბრალდებულების მიმართ არსებობს კონკრეტული მტკიცებულები.

“ყველა ვიდეო და აუდიო ჩვენება ადასტურებს, რომ ბრალდებულების მიერ ჩადენილ დანაშაულს. მათ მიმართ არსებობს დასაბუთება და მტკიცებულებათა ერთობლიობა,” – აცხადებს საქმის პროკურორი დავით ყაზარაშვილი.

პროკურატურა დაკავებულების ადვოკატებს აფრთხილებს, არ გაასაჯაროონ შაქარაშვილის საქმის მასალები