LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგა კვენეტაძე შოუბიზნესში აქტიურად ბრუნდება – პრემიერა ,,არ დაიდარდოში”

რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერს სატელეფონო ხაზით გიგა კვენეტაზე ჩაერთო, სიმღერის პრემიერით ,,მე ეს სიყვარული მწვავს”.

მოგვიყევი სიმღერაზე, რომელიც დღეს დაპრემიერდება ჩვენს ეთერში..

მოგესალმებით ყველას ძვირფასო მსმენელებო, რამოდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, გადავწყვიტე ახალი სიმღერით წარვსდგე ქართული შოუბიზნესის სივრცეში, რომლის სახელწოდებაა ,,მე ეს სიყვარული მწვავს”. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველას მოეწონება. სიმღერას ვასრულებ მე, ასევე მუსიკა, ტექსტი, არანჟირება და სტუდიაც მეკუთვნის მე.

როგორც ვიცით ბევრი სიმღერა გაქვს დაწერილი ქეთა თოფურიასთვის და ჯგუფი ”ა-სტუდიოსთვის”..

დიახ, ბევრი შემსრულებლისთვის მაქვს დაწერილი სიმღერა, რომლებიც რუსეთში მოღვაწეობენ. ვმოღვაწეობდი, როგორც კომპოზიტორი და პაუზა მქონდა, როგორც შემსრულებელი. სიმღერა დღეს თქვენს ეთერში დაპრემიერდება, რუსეთშიც იქნება მისი პრეზენტაცია. თქვენთან ძალიან ვმეგობრობ და მიყვარხართ, ამიტომ დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩემი სიმღერის დაპრემიერებისთვის. აქცენტი მინდა გავაკეთო ქართველ მსმენელზე, რადგან დიდი ხანია არაფერი დამიწერია და გამიკეთებია, ამიტომ ვღელავ ძალიან. გპირდებით, რომ ხშირი იქნება პრემიერები ჩემი მხრიდან.

ხომ არ გეგმავთ კლიპის გადაღებას ამ სიმღერაზე?

სიმღერის ლირიკ ვიდეო უკვე არსებობს, რომლის პრემიერაც შედგება 20 რიცხვში. თუ სიმღერა დაიმსახურებს დიდ მოწონებას, რა თქმა უნდა კლიპსაც გადავიღებ. ასევე ვმუშაობ ალბომზეც.

როდის აპირებთ საქართველოში ჩამოსვლას?

სამწუხაროდ ახლო მომავალში ვერ ჩამოვალ, რადგან საზღვრები ჩაკეტილია. თითქმის ყოველ ზაფხულს ჩამოვდივარ და წელსაც ძალიან მინდოდა, დიდი იმედი მაქვს, რომ მალე ყველაფერი დალაგდება. ქართველ ხალხს მინდა ჯანმრთელობა ვუსურვო, ძალიან მიყვარხართ და მენატრებით. ეს სიმღერა კი მინდა მოგიძღვნათ თქვენ.

 

გიგა კვენეტაძე – მე ეს სიყვარული მწვავს

 

გიგა კვენეტაძე, პრემიერა