LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

ცოტა ხნის წინ საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი ავრცელებს.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 3.8 მაგნუტუდის მიწისძვრა დაბა ჯავადან დასავლეთით 9 კმ-ში, სოფელ აბანოსთან დაფიქსირდა.

“დღეს, თბილისის დროით 15:50 საათზე, დაბა ჯავასთან მოხდა 3.8 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა” – წერია სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე.