LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოდერძი შარაშია: „ჩემს მეგობარს უკვირს, 16 წელია, ერთი ცოლი რომ მყავს და მე კიდევ მისი მეხუთე ცოლი მიკვირს…“

ტელეკომპანია „იმედის“ ერთ-ერთი წამყვანი, ჟურნალისტი გოდერძი შარაშია ჟურნალ „თბილისელებთან“ პროფესიული და პირადი ცხოვრების შესახებ საუბრობს.

გთავაზობთ ერთ-ერთ ამონარიდს ინტერვიუდან, სადაც ის დროსა და სიყვარულის შესახებ საუბრობს.

„არ მესმის: ცოლი მყავს, ორი შვილი და ვიღაც სხვა გოგო შემიყვარდეს; ახლა ამას გავშორდები, მერე იმას მოვიყვან… შეიძლება, მე საბჭოთა მენტალობა მაქვს და ვერ ვიგებ მსგავს დამოკიდებულებას. ოჯახი ინგრევა, ვიღაც არ თმობს, მაშინ ხან ვის გაეკიდები და ხან ვის, ოღონდ ცხოველური ინსტინექტების გამოხატულებას არ ვგულისხმობ.

რამდენიმე წლის წინ ერთმა ჩემმა მეგობარმა მკითხა: 16 წელია, ერთი ცოლი გყავსო. მე კიდევ მისი მეხუთე ცოლი მიკვირს. 20 წელია, მე და ჩემი მეუღლე ერთად ვართ და ჩვენს შემთხვევაში არაფერი გამქრალა, პირიქით“.