როგორც ცნობილია, კანიე უესტი ღრმად მორწმუნე ჰიპ-ჰოპ არტისტია, ის რელიგიური განცხადებებითაა ცნობილი და რელიგიური მსახურება არერთხელ წაუყვანია.
სულ ცოტა ხნის წინ, უესტმა „ტიკ ტოკთან“თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა, მას ქრისტიანული ვიდეოპლატფორმის Jesus Tok შექმნა სურს, სადაც ისეთი ვიდეოები განთავსდება, რომელთა ყურებას ბავშვებიც შეძლებენ. როგორც თავად განაცხადა „ტვიტერის“ პოსტში, მას ამის შესახებ ხილვა ჰქონდა.
„ახლახან ხილვა მქონდა… ჩემს გოგონასთან ერთად ტიკ ტოკს ვათვალიერებდი. როგორც ქრისტიანი მამა, იქ არსებული კონტენტით შევწუხდი. „ტიკ ტოკის“ ქრისტიანული ვერსია, Jesus Tok უნდა შევქმნა“. – წერს არტისტი
https://twitter.com/kanyewest/status/1295459472735793152

