მაკა ზამბახიძემ მაცაცო სებისკვერაძის სიმღერა ჩაწერა. კომპოზიციის სახელწოდებაა „მე ახლა მინდა გიყვარდე“. მომღერალმა ახლახან „იუთუბზე“ ულამაზესი კლიპი ატვირთა, რომელიც სწორედ ამ სიმღერაზეა გადაღებული.
მაკამ დაწერა:
„მე ახლა მინდა გიყვარდე”. მადლობა მაცაცო სებისკვერაძეს ამ ლამაზი სიმღერისთვის❤️მადლობა დავით გერსამია, რომ მანდე ეს სიმღერა❤️ტექსტი დოდო გვიშიანი❤️არანჟირების ავტორი: ბორიკო შხიანი და „ბრავო სტუდია“❤️და უღრმესი მადლობა ჩემს გიორგის Estat Faf ვიდეორგოლისთვის❤️დაუღალავი შრომისთვის! გადაღებულია #სოფელიქედი. მადლობა გვერდში დგომისთვის მიხეილ ჩოხელს❤️p.s ეს ჩემი ახალი YouTube გვერდია“.
