პიანისტი გიორგი გიგაშვილი, სხვა ცნობილ მუსიკოსებთან ერთად, საზოგადოებას კოლეგას დახმარებას სთხოვს. როგორც გიორგი წერს, თიკო ჯინჭარაძეს პოლონეთში სწავლის გაგრძელების შანსი აქვს, თუმცა ფინანსური დახმარება სჭირდება.
„დარწმუნებული ვარ, ყველამ კარგად იცით, და ვინც არ იცით, გაიგებთ პიანისტი თაკო ჯინჭარაძის შესახებ, რომელიც ჩემი და ბევრი ადამიანის, გამოცდილი მუსიკოსების, პროფესორ-მასწავლებლების აზრით, არის საოცარი მუსიკოსი, რომელმაც სულ ახლახანს მიიღო დასტური პოლონეთიდან, კერძოდ, კრაკოვის კონსერვატორიიდან.
ადამიანმა, რომელმაც მარტოდმარტო იშრომა, იწვალა, არავინ ჩაურევია და ასე ჩუმადაც აპირებდა იმ დეტალის მიჩქმალვას (და გაგიკვირდებათ, მისი ადამიანობის გამო ისე მოხდა, რომ ყველას დაგვიმალა გადასახდელი თანხის შესახებ): იარა სხვადასხვა ორგანიზაციაში, ეძებდა დამფინანსებლებს, ბიზნესმენებს, ადამიანებს, რომლებიც დაუფინანსებდნენ 4500 ევროს!!! დიახ, 4500 ევროს!!!!!!
ახლა გადავალ მთავარ თემაზე. მისმა მეგობრებმა ვიფიქრეთ და ყველას 2 წუთშივე გვქონდა პასუხი, რომ დაგვეწერა პოსტი, სადაც ხალხს, იმ კეთილ ხალხს, უბრალოდ, ადამიანებს (იმიტომ რომ მგონია, ჩვენ ბევრად მეტი ძალა გვაქვს) იმ თანხით, რაც გვემეტება და გაგვაჩნია, დავეხმაროთ უნიჭიერესსა და უკეთილშობილეს თაკოს, რომ აიხდინოს ის ოცნება და მიაღწიოს მაქსიმუმს, რისთვისაც იბრძოდა და რასაც მთელი გულით აკეთებს.
გთავაზობთ მის მიერ შესრულებულ შოპენის პრელუდს და ასევე ანგარიშის ნომერს, რომელზეც შეგიძლიათ დაეხმაროთ მუსიკოსს:
GE97BG0000000791808900 – საქართველოს ბანკი. მიმღები: თამარ ჯინჭარაძე
GE18TB7456245061100059 – თიბისი ბანკი.
მიმღები: გიორგი გიგაშვილი. (თაკოს არ აქვს თიბისის ანგარიში)“.
