როგორც ცნობილია, ვარსკვლავური წყვილი, ვენსან კასელი და ტინა კუნაკი არდადეგებს ცალცალკე ატარებენ. მანამ, სანამ ტინა თავის ძმასთან და მეგობრებთან ერთად საბერძნეთში, ბიარიცში ისვენებს, მისი მეუღლე, ვენსან კასელი „ინსტაგრამ“ გამომწერებს სახალისო ფოტოებით ართობს. მსახიობმა მკლავზე ტინას საპატივცემულოდ ტატუ გაიკეთა, რომელზეც 1930-იანი წლების ანიმაციური გმირი, ბეტი ბუპია გამოსახული, აღსანიშნავია, რომ პერსონაჟი კუნაკის საოცრად ჰგავს. აღნიშნულ ფოტოს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
„მეორე ხელზე მონიკა დაიხატე“, „უსაყვარლესი წყვილი“. – წერენ კომენტარებში
https://www.instagram.com/p/CD-3uO7KDY9/


