LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 18 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

მაქსიმალურად აკონტროლეთ საკუთარი აგრესია, ქედმაღლობა და ამპარტავნობა, სულსწრაფობა და მოჭარბებული ამბიციები. არ ღირს მოვლენების ზედმეტად დრამატიზირება, ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, რომელთა ალბათობა დღეს განსაკუთრებით მაღალია. ნებისმიერი გადაწყვეტილება მხოლოდ კარგად დაფიქრების შემდეგ მიიღეთ, რათა არ ინანოთ მომავალში.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა ვალების გასასტუმრებლად და ძველი საქმეების დასასრულებლად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, საჩუქრების და ლატარიის ბილეთების შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქირწინება, ფინანსური გარიგებები და ხელშეკრულებების გაფორმება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და სიმძიმის აწევას, გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს და ხერხემალს. არ ღირს ოპერაციის ჩატარება.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ბეჟი და ნარინჯისფერი, ასევე ბრილიანტი, სერდოლიკი, ქარვა, სარდიონი და მთის ბროლი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ტყუპებისთვის, ლომისა და მშვილდოსნისთვის, უსიამოვნებები ელით კირჩხიბს, ქალწულს, თხის რქას და თევზებს.