LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თურქეთის ავიახაზები“ თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით ფრენებს იწყებს

„თურქეთის ავიახაზები“ (Turkish Airlines) თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით ფრენებს იწყებს,-ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში თურქეთის საელჩო ავრცელებს.

თბილისი-სტამბოლის რეისებზე ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო.

„29 აგვისტოდან-26 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ შაბათს თბილისიდან სტამბოლის აეროპორტში ერთმხრივი ავიარეისები შესრულდება“,-წერია განცხადებაში.