LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში თვენახევრის ჩვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოში თვენახევრის ჩვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.

რუსთავი 2-ის ინფორმაცით, ინფიცირებულია ჩვილის დედაც და მისი კიდევ ერთი, მცირეწლოვანი შვილი.

ისინი ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ბავშვის მამა ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი სააგენტოს დეპარტამენტის უფროსია. ვირუსი მასაც დაუდასტურდა.

“მის შვილს, რომელიც არის 1 თვის და 15 დღის, მას როდესაც დაუდასტურდა, როდესაც იგი იქნა შეყვანილი კლინიკაში 38 ტემპერატურა ჰქონდა ბავშვს, სასუნთქი გზების ინფექცია პირველი ანალიზებით დადგინდა, პარალელურად აღებულ იქნა კორონავირუსზე სინჯი და ბავშვს, როდესაც დაუდასტურდა, შემდგომ პირველ რიგში რა თქმა უნდა მშობელი მოჰყვა და რა თქმა უნდა ჩვენს თანამშრომელ მამას გაუკეთდა სინჯი კორონავირუსზე და 2 დღის წინ მასაც კოვიდდადებითი ამოუვიდა,”-აცხადებს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძე.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1394 შემთხვევაა დადასტურებული.

საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კორონა ვირუსის 9 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, 1 სამედიცინო პერსონალი, სამი კი შემოტანილი შემთხვევაა