LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუსიკოს ელა ფიტჯერალდის  აქამდე საზოადოებისთვის უცნობი  ლაივ ჩანაწერი ოქტომბერში გახდება ხელმისაწვდომი

მუსიკოს ელა ფიტჯერალდის  აქამდე საზოადოებისთვის უცნობი  ლაივ ჩანაწერი  სულ მალე,კერძოდ კი ოქტომბერში მსმენელისთვის ხელმისაწვდომი გახდება. 

კონცერტის ჩანაწერი, რომელიც 1962 წელს გერმანიაში გაიმართა  Verve Records-ის სტუდიაში აღმოაჩინეს მისი დამაარსებლისა და ფიტჯერალდის  მენეჯერის, ნორმან გრანცის პირადი კოლექციაში.

კონცერტი ჩაიწერა მუსიკოსის ცნობილი პროექტის ‘Ella in Berlin: Mack the Knife’-ის   გამოსვლიდან ორი წლის შემდეგ, სადაც  ელა ასრულებს სიმღერას ტრიოს ერთად, რომელიც შედგებოდა პიანისტის პოლ სმიტის, ბასისტი ვილფრედ მიდბრუკისა და დრამერი სტენ ლევისგან.