LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია, რაც ჩართულია საარჩევნო კამპანიაში, იცით რომ იღებს მონაწილეობას. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, ამაზე ნუ ღელავთ“-გიორგი გახარიას პასუხი ჟურნალისტებს

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჟურნალისტების კითხვას, თუ რატომ არ არის ჩართული პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ასე უპასუხა: “ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია, რაც ჩართულია საარჩევნო კამპანიაში“
პრემიერის თქმით, წინასაარჩევნო მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, რაშიც ივანიშვილიც მონაწილეობს.

„ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია, რაც ჩართულია საარჩევნო კამპანიაში, იცით რომ იღებს მონაწილეობას. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, ამაზე ნუ ღელავთ“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა ასევე უპასუხა შეკითხვას მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე: მისი განცხადებით, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე, ექსპერტიზის დასკვნის ის შედეგი, სადაც პროკურატურის მიერ გუშინ გავრცელებული განცხადების თანახმად, წერილზე არსებული ანაბეჭდი პრემიერს არ ეკუთვნის,  “სასაცილო ისტორიაა და აღნიშნულ საკითხზე მას ღიმილის გარეშე საუბარი გამიჭირდება”,-აღნიშნა პრემიერმა.

შეგახსენებთ, პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ განხორციელებული შესაძლო იძულების ფაქტზე დანიშნული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა მიიღო. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი, სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს” დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წერილზე არსებული თითის ანაბეჭდები არ ეკუთვნის საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.