24 წლის ახლაგაზრდა სევას, რომელსაც ყოფილმა შეყვარებულმა ბენზინი გადაასხა და მისი ცოცხლად დაწვა სცადა, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. მის ოჯახს ფინანსური პრობლემები აქვს და გამოჯანმრთლებისთვის სულ მცირე 20 ათასი ლარია საჭირო.
„გახსოვთ ალბათ ცოტა ხნის წინ თბილისში მომხდარი ამბავი, რომელმაც ყველას კიდევ ერთხელ შეგვახსენა, თუ რამხელა საფრთხის წინაშე არიან ქალები ყოველდღიურად.
29 ივნისს 24 წლის სევას ყოფილმა შეყვარებულმა ბენზინი გადაასხა და მისი ცოცხლად დაწვა სცადა. სასწაულის შედეგად გოგონა გადარჩა, თუმცა მას ფეხები მთლიანად აქვს დამწვარი. 1 თვე რეანიმაციაში , დღემდე კი საავადმყოფოს პალატაში იმყოფება. მას უკვე ჩაუტარდა კანის გადანერგვის ორი ოპერაცია, წინ კი ხანგრძლივი რეაბილიტაცია და კიდევ ერთი ოპერაცია აქვს.
მოგეხსენებათ, რეანიმაციის და საავადმყოფოს ხარჯები, თუ რამდენს შეადგენს ყოველდღიურად. სახელმწიფოსა და თბილისის მერიის დაფინანსებით მკურნალობის ნაწილი, 25000 ლარი დაიფარა. თუმცა, ამ დრომდე საავადმყოფოში დავალიანება რჩება 20 000 ლარზე მეტი, რაც ყოველდღიურად იზრდება, რადგან სევას კვლავ სჭირდება მკურნალობა და კანის გადანერგვის ოპერაცია.
სევას ჩვენი დახმარება სჭირდება , რომ კვლავ დადგეს მყარად ფეხზე, იყოს უფრო ძლიერი და ყველას დაუმტკიცოს, რომ ასეთი სისასტიკის მიუხედავად ქალებს შეუძლიათ ძალადობისგან თავის დაღწევა და გადარჩენა,“-წერს “ფეისბუქ” მომხმარებელი „სევასთვის“ შექმნილ ჯგუფში.
ცნობისთვის, 29 ივნისს ყოფილმა შეყვარებულმა 24 წლის ახალგაზრდა ქალის დაწვა სცადა. შემთხვევა თბილისში მოხდა.
ანგარიშის ნომრები:
საქართველოს ბანკი:
GE27BG0000000365869289მიმღები- ირინე შამოიანი (დედა)
თიბისი ბანკი:
GE79თB7825736010100017მიმღები- ირინე შამოიანი (დედა)
ლიბერთი ბანკი:
GE13LB0711116423039000GELმიმღები- ირინე შამოიანი (დედა)

