LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მედეამ ლასოს დაცვა სცადა, მკვლელმა თმით ითრია, შველას ვითხოვდით უშედეგოდ” – რას წერს რაჭაში მოკლული ბიჭის მდგმური

22 აგვისტოს ამბროლურის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში საზარელი მკვლელობა მოხდა.

29 წლის ლასო აბუთიძე საკუთარ სახლთან გაგუდეს.

აბუთიძე მასთან სტუმრად მყოფი გოგონების ნასვამი მამაკაცებისგან დაცვას ცდილობდა.

ერთ-ერთი გოგონა, რომელსაც ლასოს კოტეჯი ჰქონდა დაქირავებული შემთხვევის დეტალებს იხსენებს.

მანანა ავსაჯანიშვილი წერს, რომ მისმა დამ 112-ში კონფლიქტის დაწყებისთანავე დარეკა. მისივე თქმით, არცერთ მათგანს კოტეჯის მესაკუთრისთვის დასახმარებლად არ დაურეკავს და აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გავრცელებულია დეზინფორმაცია.

ვინ არის ბიჭი, რომელიც დღეს ამბროლაურში საკუთარ სახლთან გაგუდეს - მკვლელობის ახალი დეტალები

ამბროლაურის მუნიციპალიტეტ სოფელ აგარაში 29 წლის მამაკაცი საკუთარ სახლთან ახლოს გაგუდეს. შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო და ცხელ კვალზე 2001 წელს დაბადებული ორი პირი დააკავა. “გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ბრალდებულებს და 1990 წელს დაბადებულ ლ.ა.-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ლ.ა. დაპირისპირების […]

“ვიზიარებ ლასო აბუთიძის ოჯახის და ახლობლების მწუხარებას! საშინელი ტრგედია დატრიალდა, ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის მთელი დარჩენილი ცხოვრება ეს იქნება უდიდესი და გაუნელებელი ტკივილი. განხილვის საგანი გახდა ფაქტი, რომ თითქოსდა კოტეჯის დამსვენებელმა გოგონებმა დასახმარებლად კოტეჯის მესაკუთრეს დაურეკეს.
მე ვარ ერთ-ერთი იმ გოგოთაგანი და ამდენი დეზინფორმაციის და ბულინგის შემდეგ ამ პოსტს ვწერ მათთვის, ვისაც სიმართლე აინტერესებს!
ეს იყო ჩვენთვის, ოთხივესთვის ცხოვრებაში ყველაზე ტრაგიკული დღე!
არ გვისაუბრია იმიტომ, რომ ვგლოვობთ, იმიტომ რომ ამ უმძიმესმა ტრაგადიამ გაგვანადგურა და ეხლაც ძლივს ვუყრი სათქმელს თავს, კიდევ უფრო მეტ ლანძღვას ავიტანდით საზოგადოებისგან, ოღონდ ის ადამიანი ცოცხალი იყოს…
სიმართლე კი მდგომარეობს შემდეგში: არცერთ ჩვენგანს არ დაგვირეკავს დასახმარებლად კოტეჯის მესაკუთრისთვის. იმ უბედური წუთების დროს, ლასო აბუთიძე ჩვენთან იმყოფებოდა, რადგან ტელევიზორის სადენი ამოიტანა, რომელიც ერთი საათის წინ წაიღო. თავდამსხმელები უკვე წასულები მობრუნდნენ უკან და დაუძახეს ლასოს გარეთ…დაიწყო კონფლიკტი.
კონფლიქტის დაწყებისთანავე ოთხივე ჩვენგანი მაქსიმალურად ვცდილობდით გვემოქმედა უსწრაფესად, ჩემმა დამ 112-ში დარეკა კონფლიქტის დაწყებისთანავე. მედეა ცირამუამ ხელჩართული ჩხუბის დროს შებოჭილი ლასოს თავდამსხმელებისგან დაცვა ფიზიკურად სცადა, რის გამოც ერთ-ერთმა მკვლელმა სცემა და თმებით ითრია, მთელი კონფლიქტის განმავლობაში ვყვიროდით, ვკიოდით და შველას ვითხოვდით, თუმცა უშედეგოდ…მშველელი არსაიდან ჩანდა, გვემუქრებოდნენ და ფიზიკურად გვერჩოდნენ ჩვენც, პირადად მე ბოლოს მეზობელ სახლში შევვარდი და იმ მყოფ მამაკაცებს ვთხოვე დახმარება…. მათი დახმარებით შევძელით ლასოს მკვლელებისგან გამოგლეჯა…სასწრაფო სამედიცინო დახმარების მოსვლამდე ჩვენი ძალებით მისი სიცოცხლის შენარჩუნებას ვცდილობდით.
არავის, საერთოდ არავის ვუსურვებ იმავეს გამოვლას! ვერცერთი სიტყვა ვერ აღწერს იმ წუთების სიმძიმეს!
ბოლო წუთამდე გვჯეროდა, რომ გადარჩებოდა! საშინელებაა იმაზე ფიქრი, რომ ეს სრულიად უდანაშაულო ბიჭი აღარ არის! ვიზიარებ ოჯახის უმძიმეს ტრგედიას და მწუხარებას!”-წერს მანანა ავსაჯანიშვილი სოციალურ ქსელში.

რაჭაში ახალგაზრდის მკვლელობისთვის დაკავებულ პირებს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

გარდაცვლილი 29 წლის ლასო აბუთიძეა, რომელიც ამბროლაურში კოტეჯს ფლობდა.