LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეფო ოჯახმა ქეით მიდლტონს აკრძალვები დაუწესა, მიზეზი პრინცესა დაიანაა

პრინცესა დაიანას გარდაცვალების შემდეგ, ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა პროტოკოლში ბევრი ცვლილება შეიტანა. ცვლილებების უმეტესობა ქეით მიდლტონს შეეხო, როგორც მომავალი მეფის ცოლსა და შემდეგ, დედას. მაგალითად, მას ეკრძალება ძაღლის გასეირნება კენსინგტონის ბაღის გარე პერიმეტრზე. მიზეზი კი პრინცესა დაიანაა, რომელიც ძაღლებს მუდამ გარეთ ასეირნებდა და ამის გამო ყოველთვის ხვდებოდა პაპარაცების ობიექტივში.

იგივე აკრძალვა ვრცელდებოდა პრინც ჰარის მეუღლეზეც, მეგან მარკლიზე. სამეფო ოჯახის დატოვების შემდეგ, მათ აკრძალვა მოეხსნათ.