LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 72 ადამიანს ჩაუტარდა. მათგან ვირუსი 12 პირს დაუდასტურდა. ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 16 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.

დღევანდელი მონაცემებით, კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 274- ს შეადგენს. 115 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ოთხი კი გარდაიცვალა.