LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მეტასტაზი ყელის მიდამოშიც არის, სიმსივნის სტადია არის მესამე” – მეკო ჩიტიშვილი ავსტრიის კლინიკაშია

რამდენიმე თვის წინ, 24 წლის მეკო ჩიტიშვილს ძვლის სარკომის დიაგნოზი დაუსვეს. მეგობრებმა მის გადასარჩენად “ფეისბუქკამპანია” წამოიწყეს, შექმნეს ჯგუფი სახელწოდებით “მეკო ჩიტიშვილის დასახმარებლად” , რომელსაც 30 ათასზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

ახალგაზრდა გოგოს გადასარჩენად ოპერაცია ესაჭიროება. მკურნალობა კი მინიმუმ 150 ათასი დოლარი ჯდება.

“ექიმებმა მითხრეს, რომ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყო” – 24 წლის მეკო ჩიტიშვილის ისტორია

მეკოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უახლეს ინფორმაციას ავრცელებს ჯგუფში სალომე თაბაგარი.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“დღის შეჯამებას მეც დავწერ მეგობრებო.

მეკომ PT და CT გადაიღო დღეს, რაზეც გამოჩნდა, რომ მეტასტაზი არის ყელის მიდამოშიც. ასევე, როგორც იცით, ორივე ფეხის წვივზეა მეტასტაზები.

როგორც ექიმებმა თქვეს, ქიმიამ წესით უნდა მოკლას ის მეტასტაზი, რომელიც ყელის მიდამოშია. იმედია დაემორჩილება ორგანიზმი და ეს გავრცელება მოისპობა. სიმსივნის სტადია არის მესამე.

80%-ით გვაიმედებენ ექიმები, რომ გამოჯანმრთელდება და ეს ხელჩასაჭიდია.

მეკო საკმაოდ გადაღლილი იყო დღეს, ჭამაც არ შეიძლებოდა და ცოტა სუსტად გრძნობს თავს.
გარშემო უამრავი ადამიანი ამხნევებს, უამრავ ადამიანს უყვარს და ეს სიყვარული გადაგვირჩენს ჩვენს გოგოს.

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ავსტრიის კლინიკაში მყოფ ქართველ ექიმს, ასევე იმ ადამიანს ვინც დახვდა მეკოს და მის დედას და მაქსიმალურად გვერდით უდგას. გაიხარეთ და ძალიან გვიყვარხართ.

რეკვიზიტების სრული სია:

საქ ბანკი: #GE83BG0000000161685609 სალომე თაბაგარი
თი ბი სი: #GE93TB7551945061100035 თორნიკე მკალავიშვილი
ლიბერთი: #GE22LB0711143406610000 თორნიკე მკალავიშვილი
პლიუს ქულების გადმოსარიცხად გამოიყენეთ ნომერი: 20001063889”