LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 197 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან „კოვიდ-19“ 21 პირს დაუდასტურდა.

საერთო ჯამში, აფხაზეთში კორონავირუსის 295 შემთხვევა ფიქსირდება. მათგან 117 პირი გამოჯანმრთელდა, 4 კი დაიღუპა.