საფრანგეთში, როდონის მხარეში გამტაცებელთა ჯგუფმა ძველი ავტომობილების კოლექცია მოიპარა. უძვირფასესს კოლექციას ერთ–ერთი ადგილობრივი მთელი ცხოვრების განმავლობაში აგროვებდა. მამაკაცი გასულ წელს გარდაიცვალა და დანაკარგიც მისმა ვაჟმა მხოლოდ ამის შემდეგ აღმოაჩინა. ფარეხიდან გაქრა ოთხი რეტრო–ქარი, რომელთა შორისაცაა უიშვიათესი წითელი LAncia Flamina Zagato. მოდელი რომელიც მხოლოდ 99 ეგზემპლარად არსებობს და ექსპერტთა შეფასებით მისი ღირებულება მინიმუმ 400 ათასი ევროა.
გამოძიების ვარაუდით, დანაშაული ჯერ კიდევ გასულ თვეს მოხდა. გამტაცებლებმა წითელი Zagato–ს გარდა ასევე თეთრი Alfa Romeo Spider, ღია ნაცრისფერი კუპე Facel Vega და Pontiac მოიპარეს.
გარდა ამისა, მათ ხელს გააყოლეს ავტომობილთა ორიგინალი დეტალები, რომლებიც განცალკევებით ინახებოდა. ერთადერთი ავტომობილი რომლის გატაცებაც მათ ვერ შეძლეს, Cadillac–ია, საქმე ისაა რომ რელიქვია წლების განმავლობაში ძალიან დამძიმდა და მას ფიზიკურად ვერ გაიტანდნენ.


